ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავას განცხადებით, ის დაემორჩილება წმინდა სინოდზე მიღებულ გადაწყვეტილებას და დატოვებს ეპარქიას.
„მე ვემორჩილები თუნდაც ამ უსამართლო გადაწყვეტილებას, გადავაბარებ კომისიას ეპარქიას და დავტოვებ ჭყონდიდის ეპარქიას“, -აცხადებს ცაავა.
მისივე თქმით, საპატრიარქოდან მიიღო ინფორმაცია, რომ მისი თხოვნა ილია მეორემ არ დააკმაყოფილა. პეტრე ცაავა შიომღვიმის მონასტერში განმწესდა. თავად კი ინჩხურის წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის მონასტერში წასვლის ნებართვას ითხოვდა.
“შიომღვიმეში არ მივდივარ, სავარაუდოდ, წავალ თბილისში. მე როგორც მეუფემ მითხრა, პატრიარქმა თქვა საკუთარი მოსაზრება, რომ ჯობია წამოვიდეს, კი ბატონო ვეთანხმები. ამით უბრალოდ მე პასუხისმგებლობა მოვიხსენი, რომ არავის ეთქვა ეპარქიაში, მრეველს არ დარჩენოდა იმის განცდა, რომ მე დავტოვე და წავედი“,- განაცხადა პეტრე ცაავამ.