მასწავლებელი გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს

ხარაგაულის ერთ-ერთ სოფელში მასწავლებელი გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი საჯარო სკოლის მასწავლებელი უფროსკლასელ გოგონასთან სექსუალური აქტის დამყარებას ცდილობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზეა დაკავებული. მომხდარზე გამოძიება 141-ე მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 10-დან 13-წლამდე პატიმრობას გულისხმობს.