წალენჯიხაში, ჯვარი-ფოცხო-ეწერის ტერიტორიაზე ხის მორებით დატვირთული სატვირთო ხრამში გადავარდა. არსებული ინფორმაციით სატვირითო ტყიდან გამოდიოდა.
შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი. დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ცნობით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით დაიწყო.
ინფორმაციას „ოდიშინიუსი“ ავრცელებს.