12 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს -ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ნოემბერს 12:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში სართიჭალა, მუღანლო, კოდა, გარდაბანი და მიმდებარე სოფლებში,
13:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში დ.გარეჯის, მაიაკოვსკის, ოსტროვსკის და მიმდებარე ქუჩებზე,
11:00-დან 15:30 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში ნახიდური, სავანეთ, მუხრანა, მამხუტი და მიმდებარე სოფლებში,
12:00-დან 18:00 საათამდე წალკის რაიონის სოფლებში ოზნი, ბურნაშეთი, კუში და მიმდებარე სოფლებში,
12:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ქოსალარი, წინწყარო, გოლთეთი, არნაუთი და მიმდებარე სოფლებში.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.