13 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს -ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს

მათივე ცნობით,დაგეგმილი პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 13 ნოემბერს 13:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეუწყდებათ აბონენტებს ქ. რუსთავში დავით გარეჯის, მაიაკოვსკის, ოსტროვსკის ქუჩებზე.
16:00-დან 19:00 საათამდე – მომხმარებლებს ვაზიანისა და მარტყოფის ტერიტორიაზე.
10:00-დან 19:00 საათამდე – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებს კაჩაგანი, აღმამედლო, ტაკალო, ქირაჩ-მუღანლო, ხანჯიგაზლო და მიმდებარე სოფლებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ,სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.