გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს -ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით,ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ნოემბერს 10:30-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში კაპანახჩი, კეშალო, სართიჭალა, ამბაროვკა, ალგეთი და მიმდებარე სოფლებში,
11:00-დან 18:00 საათამდე შუალედში რამდენიმე საათით აბონენტებს რუსთავში მაიაკოვსკის, ქაშაკაშვილის, ლეონიძის, მეგობრობის, მესხიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე,
12:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში ჭაპალა, სამტრედო, მწყნეთი, წიფორი და მიმდებარე სოფლებში,
13:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში წინუბანი, მარტყოფი, თელეთი და მიმდებარე სოფლებში.
როგორც კომპანიაში აცხადებენ,სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.