გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს -ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, დაგეგმილი პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 2 ნოემბერს 09:30-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეუწყდებათ აბონენტებს მარნეულში სამედ ვურგუნის, აზი-ასლანოვის, მაზმიაშვილის, ლეონიძის, ომარ ხაიამის, რასულზადეს, რუსთაველის და მიმდებარე ქუჩებზე.
4 ნოემბერს 09:00-დან 14:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში კუმისი, ახალწყალი, ქვემო თელეთი, წალასყური, თელეთი. 11:00-დან 18:00 საათამდე – სოფლებს კიზილ-აჯილო, ჯანდარი.
კომპანიის განცხადებით,სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.