21-ე მიკრორაიონში N11 საცხოვრებელ კორპუსთან, სატვირთო ავტომობილმა ბუნებრივი აირის მილი დააზიანა. შემთხვევის შედეგად ბუნებრივი აირის მიწოდება შეეზღუდა მე-20 და 21-ე მიკრორაიონის აბონენტებს . შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
შემთხვევის შემდეგ მივიდა ადგილზე, “სოკარ ჯორჯია გაზის” ავარიული ბრიგადა.
მათი ინფორმაციით, ბუნებრივი აირის მიწოდება ჯამში 5 000 აბონენტს შეეზღუდა. სოკარში ჯერ-ჯერობით ვერ აკონკრეტებენ,როდის აღდგება ბუნებრივი აირის მიწოდება.
tv4 დეტალებს არკვევს.