გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს -ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 ნოემბერს 10:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ქესალო, კაპანახჩი, აზიზბაკოვი და მიმდებარე სოფლებში,
11:00-დან 18:00 საათამდე გარდაბნის რაიონის სოფლებში სართიჭალა, ვაზიანი, კარათაკლია, აქთაკლია და მიმდებარე სოფლებში,
11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს მარნეულში და მარნეულის რაიონის სოფლებში წერეთელი და მიმდებარედ.
როგორც კომპანიაში აცხადებენ,სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.