27 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს -ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 ნოემბერს 07:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში დიდი ლილო, აქთაკლია, ყარაჯალარი, კარათაკლია და მიმდებარე სოფლებში,
10:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მარნეულში და მარნეულის რაიონის სოფლებში სადახლო, ხულდარა, მოლაოღლი, ქვემო სარალი, ქურთლიარი და მიმდებარე სოფლებში,
13:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დმანისში და დმანისის რაიონის სოფლებში განთიადი, დიდი დმანისი, ვარდისუბანი, ტნუსი, ჯავახი და მიმდებარე სოფლებში,
13:15-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში პობედა, ლემშვენიერა, და რუსთავში მშვიდობის ქუჩაზე.

კომპანიის ცნობით,სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.