29 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს -ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით,ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 ნოემბერს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულში რუსთაველის, მუსხელიშვილის, ვაჟა-ფშაველას, ლერმონტოვის და მიმდებარე ქუჩებზე,

11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში საღრაშენი, ფარცხისი, ბოგვი, წინწყარო და მიმდებარე სოფლებში,

12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფელბში კრწანისი, მთისძირი, თელეთი და მიმდებარედ,

12:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ქესალო, კაპანახჩი, ლელაშხა და მიმდებარე სოფელბში,

12:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში კაჩაგანი, აღმამედლო, ტაკალო და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიის ცნობით,სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.