36 წლის კაცის ცხედარი თბილისის ზღვაზე იპოვეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გარდაცვლილი ცეცხლნასროლი ჭრილობით არის მოკლული.
უწყებამ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა. ამ დროისთვის, შს სამინისტროს ნოდარ ცხადაძის მკვლელობისთვის დაკავებული არავინ ჰყავს.