გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს -ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით,ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო,
21 ნოემბერს 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში კასუმლო, არაფლო, ბეითარაბჩი, ულაშლო და მიმდებარე სოფლებში,
10:30-დან 16:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში მარტყოფი, ახალსოფელი, საცხენისი, სააკაძე და მიმდებარე სოფლებში.
როგორც კომპანიაში აცხადებენ,სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.