გარდაბნის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ინიციატივით ,გარდაბნის კულტურის სახლში ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მიეძღვნა.
აღსანიშნავია,რომ ხელოვნების ცენტრმა სამუსიკო სკოლების პედაგოგებისადმი მიძღვნილ მსგავს საღამოს ორგანიზება წელს პირველად გაუწია.
კულტურის ცენტრში დღეს გარდაბნის მერის მოადგილე და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ .ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამუსიკო სკოლების პედაგოგებს სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადეს და სიგელები გადასცეს.