5 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს -ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით,ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 ნოემბერს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ნაპილნარში,

11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში ტაზაქენდი, ბურმა, სადახლო, კაპანახჩი და მიმდებარე სოფლებში,

11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში სართიჭალა, თელეთი, მარტყოფი და მიმდებარე სოფლებში.

როგორც კომპანიაში აცხადებენ,სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.