6 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 ნოემბერს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება თეთრწყაროში და თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ირაგა, აბრამეთი და მიმდებარე სოფლებში, 11:30-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში იფნარი, კიზილაჯლო, ბახჩალარი, ორმაშენი და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიის ინფორმაციით,სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.