7 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს -ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით,ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 ნოემბერს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თეთრწყაროში სტალინის, მანგლისის, განთიადის და მიმდებარე ქუჩებზე,
11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში სავანეთი, ხიდისყური, ტალავერი, ჭაპალა და მიმდებარე სოფლებში,
12:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში განთიადი, კიზილქილისა, ტნუსი და მიმდებარე სოფლებში,
12:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში ფალიაშვილის, ლომოურის, აზოტის, თბილისის მეგობრობის, მელიქიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე,
18:00-დან 20:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფელ სართიჭალაში.

კომპანიაში აცხადებენ,რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.