70 წლამდე ასაკის მამაკაცმა 40 წლამდე მამაკაცი დაჭრა-შემთხვევა ფოთში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით,დაშავებულს ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. როგორც ცნობილია, დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
დაშავებული ფოთის ჰოსპიტალშია გადაყვანილი. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.