გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს -ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 ნოემბერს 10:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში დიდი თონეთი, წყლულეთი, მანგლისი, ორბეთი და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში მაიაკოვსკის, რუსთაველის, ქაშაკაშვილის, სააკაძის და მიმდებარე ქუჩებზე, 14:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს სართიჭალაში.
კომპანიაში აცხადებენ,რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.