90 წლამდე მამაკაცის მერ თოფის გასროლით, ახალგაზრდა მამაკაცი დაიჭრა

უბედური შემთხვევა მოხდა დმანისში-tv4-ის ინფორმაციით, ასაკოვანი ,სავარაუდოდ 90 წლამდე მამაკაცის მიერ თოფის გასროლით, ახალგაზრდა ბიჭი დაიჭრა.

როგორც tv4-მა გაარკვია, ორი ახალგაზრდა მამაკაცი ე.წ გაზის იარაღს ცდიდნენ, რომელიც ხმას გამოსცემს.

დაახლოებით 25-27 წლამდე  მამაკაცების მიერ განხორციელებული ქმედების საფუძველზე, ასაკოვანმა მამაკაცმა, შიშის ნიადაგზე, ორლულიანი თოფიდან გაისროლა.

როგორც tv4-მა გაარკვია გასროლილი ტყვია, ერთ-ერთ ახალგაზრდა მამაკაცს მოხვდა,რომელიც მძიმედ დაიჭრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში tv4-ს განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია  მამაკაცი. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19 108-ე ,განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.