ავტომობილებს მომსახურების სააგენტოს მიმართულებით მოძრაობა უჭირთ(+ფოტო)

რუსთავში მომსახურების სააგენტოს მიმართულებით ავტოსატრანსპორტო მოძრაობა გაძნელებულია.  როგორც tv4-ის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ტერიტორიაზე ავტომობილების განსაკუთრებული სიმრავლეა, რის გამოც მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია. ამის მიზეზი კი ,როგორც ავტომობილების მძღოლები ამბობენ, ავტომობილების გადაფორმებისთვის მომსახურების მიღების მსრუველების დიდი რაოდენობაა. მომსახურების სააგენტოში რიგები, გუშინ დასვენების დღემაც გამოიწვია.

ამ წუთებში საგზაო მოძრაობა გადაკეტილი არ არის,თუმცა ტერიტორიაზე მოძრაობას საპატრულო პოლიცია არეგულირებს.

tv4-ის ინფორმაციით, მომსახურების სააგენტოს მიმართულებით ავტომობილების მძღოლების უმეტესი რაოდენობა,სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან არიან.

მათი თქმით,იმ შემთხვევაში თუ სერვისის მიღებას დღეს ვერ შეძლებენ, მათ რუსთავში დამატებითი დროის გამო , ხარჯების გაწევა მოუხდებათ.

მომსახურების სააგენტო, დღეს , კვირის გრაფიკით,16:00 საათამდე იმუშავებს.