რუსთავს ამერიკის ფლორიდის შტატის საზღვაო ქვეითთა მეთაური მაიკლ კარასკი ესტუმრა.
ამერიკელი პოლკოვნიკი ქართველ სამხედროებთან ერთად ,ავღანეთისა და ერაყის სამშვიდობო მისიებში მონაწილეობდა.
ვიზიტის ფარგლებში ,სამხედრო მაღალჩინოსანი რუსთავის მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა და კითხვა-პასუხის რეჟიმში მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრა.
შეხვედრაზე მერის მოადგილე გოჩა ლორიაც იმყოფებოდა. მერის მოადგილის განცხადებით, ამერიკელი სტუმარი მოსწავლეებს სამშვიდობო მისიებში ქართველების მონაწილეობის შესახებ ესაუბრა, აღნიშნულით კი მათ მსოფლიოში მშვიდობის დამყარების პრინციპების შესახებ შთაბეჭდილება შეუქმნა.
დღესვე ამერიკელმა სტუმარმა რუსთავის ისტორიულ მუზეუმიც მოინახულა და ქალაქის ისტორიას გაეცნო.