ბოლნისში სოფლებამდე მისასვლელი საგზაო მონაკვეთები მოწესრიგდა

2019 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტში რამდენიმე მნიშვნელოვან საგზაო მონაკვეთზე ასფალტ -ბეტონის საფარი დაიგო.

2019 წლის საბიუჯეტო სახსრებით სოფლებამდე მისასვლელი წლების განმავლობაში ამორტიზებული საგზაო მონაკვეთების მოწესრიგება განხორციელდა.

კერძოდ,რეგიონული ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ნახევარ მილიონამდე ლარი  დაიხარჯა, ბოლნისის სოფელ მუშევანამდე მისასვლელი გზის მოწყობის  სამუშაოებში.  გზის მონაკვეთზე  კომპლექსური სამუშაოები ჩატარდა, რომლის ფარგლებში საგზაო მონაკვეთზე სანიაღვრე არხების მოწყობაც მოხდა.

ბოლნისის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის განცხადებით ,აღნიშნული მონაკვეთი სამკილომეტრიანი გზის  ერთ-ერთი ნაწილია, რომლის რეაბილიტაციასაც მოსახლეობა წლების განმავლობაში ითხოვდა.