გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა რუსთავში შემოვიდა- სეზონური გრიპის ვაქცინაცია დიაგნოსტიკურ ცენტრებში უკვე გადანაწილდა და ხელმისაწვდომია.
როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის დირექტორი tv4-თან საუბარში აცხადებს, მიმდინარე წელს საქართველოში ვაქცინის უპრეცენდენტო რაოდენობა შემოვიდა .
ბეგაშვილის ინფორმაციით, თუ მაგალითად, წინა წელს 40 000 -მდე ვაქცინა იყო , წელს საქართველოს დიაგნოსტიკურ ცენტრებში 100 000 -მდე ვაქცინა გადანაწილდა.
გარდა ამისა ,წელს პირველად ბენეფიციართა კონტიგენტს საბავშვო ბაღებში დასაქმებული პერსონალი დაემატა.
შეგახსენებთ გრიპის ვაქცინა უფასოდ არის ხელმისაწვდომი შემდეგ ჯგუფებზე: დიაბეტის , თირკმელის უკმარისობის, C ჰეპატიტის, შიდსის მატარებელი ადამიანებისთვის, ასევე ბავშვების, მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციართა და მათი მომვლელებისთვის. ვაქცინაცია ასევე, უსასყიდლოა სამედიცინო პერსონალისა და საბავშვო ბაღებში დასაქმებული პირებისთვის.