ვინ დაიკავებს განათლების მინისტრის პოსტს?!

ვინ იქნება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის ახალი მინისტრი – თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც განათლების ახლა უკვე ყოფილმა მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა თანამდებობა დატოვა.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია სავარაუდო კანდიდატებზე, მათ შორის განათლების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილი კანდიდატურაზე.

არაოფიციალური ინფორმაციით ,საუბარია კიდევ ერთ კანდიდატზე-შესაძლოა მინისტრის პოსტი ბატიაშვილის ყოფილმა მოადგილემ ირინა აბულაძემ დაიკავოს.

თავად,მიხეილ ბატიაშვილის ადასტურებს, რომ ამ მიმართულებით კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა კონკრეტულ შემცვლელს ყოფილი მინისტრი არ ასახელებს.

ბატიაშვილის ინფორმაციითვე კონსულტაციები მიმდინარეობს სამინისტროს რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც შესაძლოა, უწყება ორად გაიყოს.

წყარო:რუსთავი 2