ცნობილი ნეიროქირურგი, გიორგი მაღალაშვილი სცემეს. არსებული ინფორმაციით, ფიზიკური შეურაცხყოფა ექიმს პაციენტის ახლობელმა, თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში მიაყენა.
დაზარალებულმა მედიკოსმა სამართალდამცველებს ჩვენება უკვე მისცა. მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს .
შსს-ს ცნობით, გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.