რუსთავში, თოდრიას მე-2 ჩიხის N7 საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.
ამ წუთებში ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ. როგორც tv4-ის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ავტომობილში არავინ არ იმყოფებოდა.
პირველადი ინფორმაციით, ავტომობილიდან საწვავი წვეთავდა, რაც ცეცხლის გაჩენის მიზეზი გახდა.