ლენტეხში ცეცხლი ტყის მასივს გაუჩნდა-ცეცხლის ახალი კერები გაჩნდა მარტვილშიც

ლენტეხის მუნიციპალიტეტში ხანძარი გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ ყვედრეშის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი ტყის მასივში გვიან ღამით გაუჩნდა და გავრცლედა. ადგილზე მობილიზებული იყო ადგილობრივი სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფები.

ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ცეცხლის ლოკალიზება ღამითვე მოხდა. სამუშაოები დილიდან განახლდა და ცეცხლის სრული ლიკვიდაცია, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში მოხდება. სამუშაოებში ჩართული იყვენენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც.

 

მარტვილის მუნიციპალიტეტის სალხინოს თემის წაჩხურუს უბანში, ტყის მასივში ცეცხლის ახალი კერები გაჩნდა.

ადგილობრივების ცნობით, ხანძარი გუშინ საღამოს ლიკვიდირებული იყო, თუმცა გამთენიისას ამოვარდნილმა ქარმა ცეცხლის კერა ისევ გააჩინა.რთული რელიეფური პირობების გამო, სახანძრო მანქანები ცეცხლის კერასთან მისვლას ვერ ახერხებენ.

მარტვილისა და სენაკის 20 მეხანძრე-მაშველი და ადგილობრივები ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დილიდან არიან ჩართული.

ხანძარი 15 ჰექტრამდე ფართობზეა გავრცელებული. იწვის ტყის ქვედა საფარი.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხანძრის დასახლებულ ტერიტორიაზე გავრცელების საშიშროება არ არსებობს.