ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი რუმინეთის ქალაქ კონსტანტაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მკლავჭიდში, ოქროს მედლის მფლობელსა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრს ვახტანგ ლაბაძეს სამუშაო ოთახში შეხვდა და საქართველოს პარლამენტის წევრ გოგი მეშველიანთან ერთად, მიღწეული წარმატება მიულოცა და მომავალში მხარდაჭერა აღუთქვა.
მიღწეული შედეგისთვის „ბოლნისის მუნიციპალიტეტში უმაღლესი განათლების, ერუდიციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებისათვის ფულადი ჯილდოს დაწესების წესი“-ს შესაბამისად ჩემპიონ ვახტანგ ლაბაძეს ერთჯერადად ფულადი ჯილდო ჩერიცხება.
გარდა ამისა, ვახტანგ ლაბაძე უკვე რამდენიმე წელია მუნიციპალიტეტის სტიპენდიანტიც გახლავთ და ყოველთვიურად მერიისაგან 150 ლარს იღებს.