მშვიდობის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გაგრძელდა. 1 კილომეტრი სიგრძის საგზაო მონაკვეთზე შემსრულებელმა კომპანიამ ასფალტის საფარის დაგება დაიწყო. შეგახსენებთ, მშვიდობის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაახლოებით ერთი წლის წინ უნდა დასრულებულიყო,თუმცა პროცესი ამ დრომდე შეჩერებული იყო.
შემსრულებელმა კომპანიამ სარეაბილიტაციო სამუშაოების გაგრძელება ვერ შეძლო. როგორც რუსთავის მერიაში აცხადებენ, ახალმა კომპანიამ სამუშაოები წლის ბოლომე უნდა დაასრულოს. რუსთავის ერთ -ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაციაზე 709 000 ლარია გამოყოფილი.