პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე კარვები გაშალეს

პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე კარვები გაშალეს. კარვები რუსთაველის გამზირზე, გზის სავალ ნაწილზე გაშალეს.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ამ გზით ისინი საკუთარ უფლებებს და ქვეყანას დაიცავენ.

აქციის მონაწილეებმა და სამოქალაქო აქტივისტების ნაწილმა ამ წუთებში ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან გადაინაცვლეს.

მოძრაობა “შეცვალეს” წევრების თქმით, უმრავლესობამ ხალხის ნება არაფრად ჩააგდო.

“ჩვენ ამოვედით ქურდთან, რომელმაც შემოგვთავაზა რუსული სპექტაკლი. ამ ბილეთებს ქართველი ხალხი არ იყიდის. სამოქმედო გეგმა არის პერმანენტული აქციები. მათ გვაიძულეს ქუჩის აქციები”-აცხადებს “შეცვალეს” წევრი

ფიტო:ინტერპრესნიუსი
.