ვუნდერკინდი გარდაბნიდან-შოთა ბერიძის რობოტმა ამერიკაში პირველი ადგილი მოიპოვა

ვუნდერკინდი ქვემო ქართლიდან- შოთა ბერიძე კომაროვის სკოლა-პანსიონის მეშვიდე კლასის მოსწავლეა.

სკოლაში ის წელს ჩაირიცხა, მანამდე კი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების საჯარო სკოლაში სწავლობდა.

შოთა მრავალშვილიანი ოჯახიდანაა, ჰყავს 16 წლის უფროსი და და  ორი პატარა ძმა, რომლებიც ბაღის ასაკის არიან, ამასთან, შოთას დედა ორსულადაა და ოჯახში მეხუთე შვილს ელოდებიან.

თავდაპირველად, მოზარდი კომაროვის საშაბათო სკოლაში სწავლობდა და კვირაში ერთხელ გარდაბნიდან თბილისში დადიოდა. დედაქალაქში დადიოდა  ასევე რობოტექნიკის შესასწავლადაც და ამ დარგისადმი დიდი ინტერესი გამოავლინა.

მის მიერ შექმნილმა რობოტმა ამერიკაში, საერთაშორისო ოლიმპიადაზე, 80 ქვეყანას შორის პირველი ადგილი მოიპოვა.

წყარო:დოქტრინა