რუსთაველი ბაიკერები კრწანისში მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრნენ. ქველმოქმედების მიზნით, ბაიკერები უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს საყოფაცხოვრებო ნივთებით და ტანსაცმლით დაეხმარნენ. ბაიკერების კლუბის წევრებმა სოციალურად დაუცველი ოჯახი შეშითაც მოამარაგეს.
სოფელ კრწანისში , უსახლკაროდ დარჩენილი თამარ აბესაძე უკვე რამდენიმე თვეა, 6 შვილთან ერთად, საცხოვრებლად გაუსაძლის შენობაში აფარებს თავს. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა.
კლუბის წევრების განცხადებით ,მსგავსს აქტივობებს მომავალშიც სისტემატურად გამართავენ.