რუსთავის ერთერთ ქუჩას რუსთაველი პოეტის ოთო გურგენიშვილის სახელი მიენიჭა (+ფოტო)

რუსთავის ერთერთ ქუჩას რუსთაველი ხელოვანის ოთო გურგენიშვილის სახელი მიენიჭა.

შარტავას გამზირის 5 ნომრის გვერდით არსებულ ქუჩას გარდაცვლილი, ახალგაზრდა რუსთაველი პოეტის ოთო გურგენიშვილის სახელი ოფიციალურად მიენიჭა. დღეს ქუჩაზე პოეტის ოჯახის წევრები, მეგობრები და რუსთავის მთავრობის წევრები იმყოფებოდნენ.

რუსთაველი პოეტი 2014 წელს ლეონიძის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.
მან სიკვდილს გოგონა გადაარჩინა, რომელსაც გზაზე გადასვლის დროს მანქანა ეჯახებოდა. ოთო გურგენიშვილმა მას ხელი ჰკრა და მანქანას აარიდა, რის შემდეგაც დიდი სისწრაფით მიმავალი ავტომობილი ოთოს დაეჯახა.
ოთო გურგენიშვილი პოეზიით იყო გატაცებული. მან რუსთაველებს თავი, თავისი ლექსებით დაამახსოვრა და შეაყვარა.