რუსთავის მთავრობის წევრები მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავენ

რუსთავის მთავრობის წევრები მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავენ.

შეხვედრები ღია დიალოგის ფარგლებში ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე მოეწყობა.

შეხვედრების ფარგლებში მთავრობის წევრები მოსახლეობისგან არსებულ პრობლემებზე ინფორმაციას მოისმენენ და მათთან ერთად აღნიშნული საკითხების გადაჭრის გზებზე იმსჯელებენ.

ღია დიალოგის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილ ინფრასტრუტურულ პროექტებსაც განიხილავენ და მოსახლეობის პოზიციის გათვლისწინებით 2020 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებს განსაზღვრავენ.

მოსახლეობს რუსთავის მერი, მაჟორიტარი დეპუტატები და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ესწრება. პირველი შეხვედრა ჭყონდიდელის დასახლებაში, რჩეულიშვილის ქუჩაზე ამ წუთებში მიმიდნარეობს.