რუსთავის შშმ პირთა დღის ცენტრში ახალი სერვისი დაინერგება

რუსთავის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღის ცენტრში ახალი სერვისი დაინერგება.

რუსთავის მერის ინიციატივით, დღის ცენტრის სპეციალისტებმა, ბავშვთა ადრეული ინტერვენციის თემაზე სპეციალური ტრენინგი გაიარეს.

კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერთიფიკატები, ცენტრის თანამშრომლებს, ირაკლი ტაბაღუამ დღეს პირადად გადასცა.

ახალი სერვისი, რომელსაც სერთიფიცირებული სპეციალისტების მომსახურებით შესთავაზებს დღის ცენტრი რუსთაველ ბენეფიციარებს, 7 წლამდე ასაკის, განვითარების შეფერხების მქონე ბავშვების შინ მოვლას და მათთვის შესაბამისი თერაპიული მომსახურების გაწევას გულისხმობს.