დღეს რუსთავში აგებულ პირველ ტაძარს 30 წელი შეუსრულდა. რუსთავის ხარების ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში 30 წლის წინ, 12 ნოემბერს წირვა პირველად აღევლინა,- ამ დღესთან დაკავშირებით, ტაძრის წინამძღვარმა მამა მიქაელმა დღეს წირვა-ლოცვა აღავლინა.
1989 წლის 12 ნოემბერს, რუსთავის ხარების ეკლესია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აკურთხა.აღსანიშნავია,რომ ხარების ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი საბჭოთა კავშირის არსებობის მანძილზე აშენებული პირველი ქრისტინული ტაძარია საქართველოში.