რუსთავში საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ახალი ცენტრი გაიხსნა(+ფოტო)

რუსთავში, საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ახალი ცენტრი გაიხსნა.

თბილისის შემდეგ, რუსთავი პირველი ქალაქია, სადაც მოსახლეობა 50-მდე საპოლიციო სერვისს, ნაცვლად 4 სხვადასხვა ადგილისა, „ერთი სარკმლის“ პრინციპით მიიღებს.

შსს-ს ინფორმაციით,სერვისებს შორისაა: მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების გაუქმება ან ჯარიმით შეცვლა, ნაპოვნი სანომრე ნიშნის მიღება, სპეციალურ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების გაყვანაზე თანხმობას და სხვა.

ახალმა ცენტრმა რუსთავის საპატრულო პოლიციის ე.წ. „მე-12 ოთახი“ ჩაანაცვლა.

უწყების ცნობით,საპატრულო პოლიციის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე საპოლიციო სერვისცენტრი აღჭურვილია ვიზიტორთა რიგის მართვის, ელექტრონული ხელმოწერისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემებით.

რუსთავის ერთიანი მომსახურების ცენტრში, ასევე, დანერგილია განაცხადების ელექტრონული ფორმით მიღების სისტემა, რაც განცხადებებისა და საჩივრების ხელით შევსების აქამდე დამკვიდრებულ პრაქტიკას გამორიცხავს . შენობა  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე ადაპტირებულია .

ამავე შენობაში  შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს კუთხეც განთავსდა, რომელიც მოქალაქეებს მის კომპეტენციაში შემავალ სხვადასხვა სერვისს შესთავაზებს.

ახალი ცენტრი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა – კახაბერ საბანაძემ, ნინო ჯავახაძემ და ლევან კაკავამ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან ვაჟა სირაძესთან  და ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გახსნეს.