საქართველო 2019 წლის 27 ნოემბრიდან 2020 წლის 15 მაისამდე, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება.ამასთან დაკავშირებით, საინფორმაციო ბანერები რუსთავის მერიის შენობაზე გამოიფინა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავმჯდომარეობის გადაცემის ოფიციალური ცერემონია სტრასბურგში, მიმდინარე წლის 27 ნოემბერს გაიმართება. საქართველო თავმჯდომარეობას საფრანგეთისგან ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე გადაიბარებს. თავმჯდომარეობის ექვსი თვის განმავლობაში საქართველო ევროპის საბჭოს ფარგლებში 20-მდე ღონისძიებას გაუწევს ორგანიზებას.