შსს-მ ფილმში “და ჩვენ ვიცეკვეთ” პორნოგრაფიის ნიშნები ვერ დაინახა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პორნოგრაფიის ნიშნები ვერ დაინახა-უწყებამ დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებაზე გამოძიება არ დაიწყო.

“მიმდინარე წლის 8 ნოემბერს, მოქალაქე დიმიტრი ლორთქიფანიძის მიერ სამინისტროში შემოტანილ იქნა განცხადება თანდართული მასალებით, რომლის თანახმად, აღნიშნული პირი მოითხოვდა ფილმის შინაარსის შესწავლამდე, მისი ჩვენების შეზღუდვას. შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, განცხადებაზე გამოძიება არ დაუწყია,”- განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.