ჭყონდიდელის დასახლებაში მოსახლეობა დახმარებას ითხოვდა – “ქრონიკას” ჯავახიშვილის N1 საცხოვრებელი კორპუსის მცხოვრებლები დაუკავშირდნენ. ადგილობრივებმა tv4-ს კორპუსის ინფრასტრუქტურის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია . მოსახლეობის თქმით, მათი საცხოვრებელი დიდი ხნის განმავლობაში დაზიანებულია და ვითარება დღითიდღე მძიმდება.
მათი თქმით, სამი წლის წინ სარდაფები დაიტბორა, რის გამოც კედლები დაზიანდა. მოსახლეობის ინფორმაციით, დასახლებაში ციხის მშენებლობის ფარგლებში განხორიციელებული სამუშაოების და ადგილზე ე.წ ტრაილერების გადაადგილების შემდეგ, კორპუსში მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.
ჯავახიშვილის ქუჩის მოსახლეობამ tv4-ის კამერებთან,დასახმარებლად რუსთავის მუნიციპალიტეტს მიმართა.
tv4-ის მიერ მიწოდებული ინფორმაციის შედეგად, მუნიციპალიტეტმა უსაფრთხოების მიზნით, “რუსთავსერვისცენტრის” დახმარებით, ჩამონგრეული ჭერის სრული დემონტაჟი განახორციელა და სამშენებლო ნარჩენების გატანა დაიწყო.
ადგილზე კომპანია “რუსთავის წყლის” წარმომადგენლები იმყოფებოდნენ , რომელებმაც დაზიანებული მილები შეაკეთეს.
როგორც ინფრასტრუქტურის სამსახურში აცხადებენ, კორპუსი რეაბილტიაციას ექვემდებარება და ლევან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გამაგრება-გაძლიერებას საჭიროებს.
მათივე ცნობით,ამ ეტაპზე კორპუსის პროექტირების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის მომზადება მიმდინარეობს.