ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი მძიმედ დაშავდა.შემთხვევა ზუგდიდის სოფელ ნაცატუში მოხდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების ცნობით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
შს სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.