ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. დაღუპულთა შორის ერთ–ერთი ბავშვია.

ერთი მცირეწლოვანი და ახალგაზრდა მამაკაცი ქობულეთის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა, ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.

ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთი-ოზურგეთის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა.

“ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი მამაკაცი, ერთი ქალი და 1 არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 1 ბავშვი ხელოვნურ სუნთქვაზეა ქობულეთის საავადმყოფოში. დაშავებული ბავშვი მოქალაქემ გადაიყვანა საავადმყოფოში”, – განაცხადა აჭარის ა/რ ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.