გორში 22 დეკემბრის შემდეგ არასრულწლოვან გოგოს ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი უკვე რამდენიმე დღეა არავის უნახავს. ამასთან, რამდენიმე თვის წინ მოზარდი ოჯახური ძალადობის ფაქტზე, გამოძიების დაწყების შემდეგ, მცირე საოჯახო სახლში გადაიყვანეს.
გორის საოჯახო სახლის ადმინისტრაციამ გოგონას ადგილსამყოფელის დასადგენად ახლობლებთან გადამოწმება დაიწო, რის შემდეგაც პოლიციას მიმართა.
უწყების ცნობით, სამძებრო სამუშაოები ოფიციალურად დღეიდან დაიწყო.