ბიუჯეტიდან სოფლის ექიმებისთვის ერთჯერადად 400 ლარი,ექთნებისთვის 300 ლარი გამოიყო

სოფლის ექიმებისთვის მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან ერთჯერადად 400 ლარი, სოფლის ექთნებისთვის კი, 300 ლარი გამოიყო. განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მოაწერა ხელი. ბიუჯეტიდან ამ მიზნით, 590 ათასი ლარი გამოიყო.

2020 წლის ბიუჯეტით, მთელი ქვეყნის მასშტაბით სასწრაფო დახმარება და სოფლის ექიმის ინსტიტუტი მოექცევა ერთი მენეჯმენტის ქვეშ. პირველი ივლისიდან ამ ინსტიტუციებში რვა ათასამდე დასაქმებულის ანაზღაურების 100 ლარით გაზრდაა გათვალისწინებული .