გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, წინა საახალწლო ნობათი 140 სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცა.
საახალწლო ნობათი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა ,რამაზ ბუდაღაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე- რაფი ორუჯოვმა ქ.გარდაბანში მცხოვრებ, 1000 ქულაზე ნაკლები რეიტინგის მქონე ოჯახებს პირადად გადასცეს.
აღსანიშნავია, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია, წინა საახალწლოდ შეჭირვებულ ოჯახებს საახალწლო ნობათს და ტკბილეულს ყოველწლიურად გადასცემს.