დაჭრილ და დაშავებულ სამხედროებს ხელფასებზე 200-დან 800 ლარამდე დანამატი დაენიშნებათ- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 100-დღიანი მუშაობის შეჯამებისას განაცხადა.
“დაშავებულ სამხედროებზე ზრუნვა არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. მოგეხსენებათ, რომ ადამიანი, რომელიც ყველაზე ძვირფასს, თავის ჯანმრთელობას სწირავს სამშობლოსთვის, მათზე ზრუნვა არის ჩვენი მთავარი ამოცანა და მთავარი ვალდებულება. ამ მიმართულებით გეტყვით, რომ განახლებული ჯარისკაცზე ზრუნვის პოლიტიკის ფარგლებში, იანვრიდან დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს, ტრავმებისა და ზოგადი ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ხელფასებზე 200-დან 800 ლარამდე დანამატი დაუწესდებათ”,-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.