კოსტავას გამზირზე დაშავებული 24 წლის მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. როგორც ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში tv4-ს განუცხადეს, მამაკაცს განმეორებითი ოპერაცია ჩაუტარდა და ის კვლავ მართვით სუნთქვაზე რჩება.
ექიმების ცნობით, მას თავდაპირველად მუცლის ღრუში შინაგანი ორგანოს ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც კვლევები გაგრძელდა და სხვა დაზიანებები,გულმკერდის ღრუში გამოვლინდა. დაშავებულს მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება .
რაც შეეხება მეორე დაშავებულს, ცენტრალურ საავადმყოფოში აცხადებენ,რომ პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა და ის სახლში უახლოეს დროში გაიწერება.
შეგახსენებთ, კოსტავას გამზირზე,სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ორი მუშა დაშავდა. სამუშაოებზე დასაქმებულები ხარაჩოდან გადმოვარდნენ.