კრწანისის ტყე-პარკში სამეურნეო კოტეჯი გაიხსნა

კრწანისის ტყე-პარკში სამეურნეო კოტეჯი გაიხსნა,რომელშიც სააგენტოს თანამშრომლები იმუშავებენ  და მათი ფუნქცია-მოვალეობები კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორიაზე ახალი ხეების დარგვა, პარკის პირველადი დასუფთავება, ხმელი ხეების ჭრის კონტროლი და საირიგაციო კომუნიკაციების დაგეგმვა იქნება. ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ველური ბუნების სააგენტოს კრწანისის ტყე-პარკი 2019 წლის მარტიდან შეუერთდა. არსებული ტყის მოწყობისა და მოვლის სამუშაოების პარალელურად „საქართველოს წითელი ნუსხის“ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი იშვიათი სახეობების ხე-მცენარეთა დიდი ოდენობით ჩარგვა იგეგმება.

უწყების ცნობით, კრწანისის ტყეპარკი ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილია. მისი ტერიტორიის 210 ჰა მტკვრის ჭალის ბუნებრივ ეკოსისტემას წარმოადგენს.