„მე დავარტყი დანა, ყველა უდანაშაულოა!“, – ბრალდებული გიორგი სოლოღაშვილი

“მე დავარტყი დანა, ყველა უდანაშაულოა”,- განაცხადა ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულმა, გიორგი სოლოღაშვილმა. ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხი განიხილება.

დაკავებულებს: პეტრე ყუფარაძეს, თორნიკე ქვათაძეს, გიორგი სოლოღაშვილს, კახა ჩხეტიანს და ტატო ღარიბაშვილს ბრალი 21 დეკემბერს წაუყენეს. დაკავებული პირებიდან ერთ-ერთს, გიორგი სოლოღაშვილს ბრალი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობიდან მკვლელობის მცდელობის მუხლით გადაუკვალიფიცირდა.

შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდიას დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში 2 პირია მიცემული, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი – 3 პირი.